Tuesday, May 12, 2015

მე-9 დ ღ ე

   
                                              დ ა მ შ ვ ი დ ო ბ ე ბ ა

ინტელის სასწავლო კურსის  ტრენინგი სამწუხაროდ დასრულდა.მართლაც პედაგოგისთვის დროული, აქტუალური ცოდნა შევიძინეთ: სწავლება პროექტებით მოსწავლეებისთვის და ჩვენთვისაც საინტერესო და სახალისოა,სიღრმისეული ცოდნის შეძენის საშუალებას იძლევა. ვისწავლეთ როგორ იწერება პროექტი,როგორ განვსაზღვროთ მისი  მიზანი. ვისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს შექმნა.გავეცანით პროექტის მოთხოვნებს. შევქმენით ჩვენი საქაღალდე,სადაც მოვათავსეთ კურსის რესურსები,მოსწავლის ნიმუში,სასწავლო პროექტის გეგმა,სასწავლო პროექტის დამხმარე,სურათები აუდიო ვიდეო,შეფასებები,პროექტის  პრეზენტაცია.
პროექტის პორტფოლიო შევქმენით ჯერ"დრაივში",შემდეგ "ბლოგში".
განვიხილეთ ინტელის ძირითადი კურსი.გავეცანით გზამკვლევს,შევქმენით ბუკლეტები.
გავეცანით დაზიპვას, შეფასების გეგმის შედგენას.განვიხილეთ შემოწმების სია-ჩეკლისტი,საავტორო უფლებები,მოსწავლის ნიმუში-პრეზენტაცია,პროექტის განხორციელების ეტაპები და  ა.შ. ძნელია ყოველივეს ჩამოთვლა.
ინტელის ტრენინგი ჩემთვის მეტად საინტერესო და ბევრის მომცემი იყო.
ამბობენ "გამეორება ცოდნის დედააო", სიამოვნებით გავიმეორებდი თავისუფალ მსმენელად.
მადლობა ქალბატონ ქეთევან ცერაძეს ტრენინგის ასეთი მარტივად და გასაგებად ჩატარებისათვის.
,

No comments:

Post a Comment