Tuesday, May 12, 2015

მე-9 დ ღ ე

   
                                              დ ა მ შ ვ ი დ ო ბ ე ბ ა

ინტელის სასწავლო კურსის  ტრენინგი სამწუხაროდ დასრულდა.მართლაც პედაგოგისთვის დროული, აქტუალური ცოდნა შევიძინეთ: სწავლება პროექტებით მოსწავლეებისთვის და ჩვენთვისაც საინტერესო და სახალისოა,სიღრმისეული ცოდნის შეძენის საშუალებას იძლევა. ვისწავლეთ როგორ იწერება პროექტი,როგორ განვსაზღვროთ მისი  მიზანი. ვისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს შექმნა.გავეცანით პროექტის მოთხოვნებს. შევქმენით ჩვენი საქაღალდე,სადაც მოვათავსეთ კურსის რესურსები,მოსწავლის ნიმუში,სასწავლო პროექტის გეგმა,სასწავლო პროექტის დამხმარე,სურათები აუდიო ვიდეო,შეფასებები,პროექტის  პრეზენტაცია.
პროექტის პორტფოლიო შევქმენით ჯერ"დრაივში",შემდეგ "ბლოგში".
განვიხილეთ ინტელის ძირითადი კურსი.გავეცანით გზამკვლევს,შევქმენით ბუკლეტები.
გავეცანით დაზიპვას, შეფასების გეგმის შედგენას.განვიხილეთ შემოწმების სია-ჩეკლისტი,საავტორო უფლებები,მოსწავლის ნიმუში-პრეზენტაცია,პროექტის განხორციელების ეტაპები და  ა.შ. ძნელია ყოველივეს ჩამოთვლა.
ინტელის ტრენინგი ჩემთვის მეტად საინტერესო და ბევრის მომცემი იყო.
ამბობენ "გამეორება ცოდნის დედააო", სიამოვნებით გავიმეორებდი თავისუფალ მსმენელად.
მადლობა ქალბატონ ქეთევან ცერაძეს ტრენინგის ასეთი მარტივად და გასაგებად ჩატარებისათვის.
,

Sunday, May 10, 2015

მე-8 დ ღ ე

   დღეს შევქმენით ფასილიტატორის ნიმუში,გადავხედეთ პორტფოლიოს,ავტვირთეთ საქაღალდის პორტფოლიო "დრაივში",მივანიჭეთ მისამართი და გადავიტანეთ ბლოგში.

Saturday, May 9, 2015

მე-7 დ ღ ე

                                                 
            მე-6 დღის ტრენინგის მასალა გავიმეორეთ.განვიხილეთ საჭიროების მქონე და,, ყველა მოსწავლის საჭიროება,მათთან მიდგომის და მუშაობის მექანიზმი.ვისწავლეთ ბლოგში HTML გაჯეტის ჩასმა,გავაგრძელეთ და დავხვეწეთ პროექტის გაგმაზე მუშაობა.
            მადლობა  ქალბატონ ქეთის მაღალი პასუხუსმგებლობით ტრენინგის წარმართვისათვის.

Sunday, May 3, 2015

მე-6 დ ღ ე

                   წინა დღის სატრენინგო მასალის გამეორების შემდეგ განვიხილეთ მოსწავლის ნიმუში-პრეზენტაცია,მოვარგეთ ჩვენ გეგმას.ასევე განვიხილეთ პროექტის გეგმების ნიმუშები,შევარჩიეთ ჩვენი გეგმისთვის სასურველი და დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები.გადმოვწერეთ ჩვენ საქაღალდეში შერჩეული შეფასების რუბრიკები.
                   მადლობა ქალბატონ ქეთის ტრენინგის დაუღალავი და ხალისიანი წარმართვისთვის.

Saturday, May 2, 2015

მე-5 დღე

                                   
გამეორებული მასალის შემდეგ გავეცანით საავტორო უფლებებს და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს.დავათვალიერეთ ბლოგები და გავაკეთეთ კომენტარები.ვიმუშავეთ ბლოგისგაჯეტზე-სურათების ჩასმა,გვერების შექმნა და გამოკითხვა.