Tuesday, June 6, 2017

სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმა

სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმა
1.     პროექტის სახელწოდება:  ,, შუქურა’’–ბ.პასკალი
2.     პროექტის მთავარი იდეა:ფიზიკოსების ცხოვრების ეპიზოდების გაცნობა.
3.     პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებმა არ იციან როგორ პირობებში იზრდებოდნენ,ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ გამოჩენილი ადამიანები.
4.     პროექტის მიზნები:ინფორმაციის მოძიების,ანალიზის და ორგანი–                ზების, რეფერატის შესრულების, „ისტ’’–ის გამოყენების უნარ–ჩვევების განვითარება.
5.     მონაწილეთა ასაკი: 13წელი
6.     ხანგრძლივობა:5თვე.მაისი–სექტემბერი.
7.     მოსალოდნელი შედეგები:რეფერატები,კედლის გაზეთი ,,შუქურა’’,
8.     ნახატების შექმნა–გამოფენა,ზიარიჭურჭლის მარტივი მოდელის დამზადება.
9.     სასკოლო ბიბლიოთეკა,ელექტრონული პუბლიკაციები, ფურცლები, დიდი ზომის ფორმატები,ფლომასტერები.
10.            პროექტის მსვლელობა:მოსწავლეთა დაყოფა 4ჯგუფად და დავალებების განაწილება:/საზაფხულოდავალება/1.ბავშვობის წლები,2.მძიმე ავადმყოფობა, 3.მოღვაწეობის აქტიური პერიოდი, 4.გამომთვლელი მანქანის შექმნა. შესაძლებლობების მიხედვით ნახატების შექმნა, გაზეთზე მომუშავე ჯგუფის და მოდელის დამზადების მსურველთა დაფიქსირება.
11.             პროექტის ხელმძღვანელი:ნანა დალაქიშვილი
12.            ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:nanukadal@gmail.com
.


Tuesday, May 12, 2015

მე-9 დ ღ ე

   
                                              დ ა მ შ ვ ი დ ო ბ ე ბ ა

ინტელის სასწავლო კურსის  ტრენინგი სამწუხაროდ დასრულდა.მართლაც პედაგოგისთვის დროული, აქტუალური ცოდნა შევიძინეთ: სწავლება პროექტებით მოსწავლეებისთვის და ჩვენთვისაც საინტერესო და სახალისოა,სიღრმისეული ცოდნის შეძენის საშუალებას იძლევა. ვისწავლეთ როგორ იწერება პროექტი,როგორ განვსაზღვროთ მისი  მიზანი. ვისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს შექმნა.გავეცანით პროექტის მოთხოვნებს. შევქმენით ჩვენი საქაღალდე,სადაც მოვათავსეთ კურსის რესურსები,მოსწავლის ნიმუში,სასწავლო პროექტის გეგმა,სასწავლო პროექტის დამხმარე,სურათები აუდიო ვიდეო,შეფასებები,პროექტის  პრეზენტაცია.
პროექტის პორტფოლიო შევქმენით ჯერ"დრაივში",შემდეგ "ბლოგში".
განვიხილეთ ინტელის ძირითადი კურსი.გავეცანით გზამკვლევს,შევქმენით ბუკლეტები.
გავეცანით დაზიპვას, შეფასების გეგმის შედგენას.განვიხილეთ შემოწმების სია-ჩეკლისტი,საავტორო უფლებები,მოსწავლის ნიმუში-პრეზენტაცია,პროექტის განხორციელების ეტაპები და  ა.შ. ძნელია ყოველივეს ჩამოთვლა.
ინტელის ტრენინგი ჩემთვის მეტად საინტერესო და ბევრის მომცემი იყო.
ამბობენ "გამეორება ცოდნის დედააო", სიამოვნებით გავიმეორებდი თავისუფალ მსმენელად.
მადლობა ქალბატონ ქეთევან ცერაძეს ტრენინგის ასეთი მარტივად და გასაგებად ჩატარებისათვის.
,